logo
ENG



უმრავლესობის აზრით, წამლების და მომსახურების ფასი ჯანდაცვის ყველაზე დიდი პრობლემაა - NDI

11 დეკ 202313:33
3 წუთის საკითხავი
clock 412
2023/12/11/3f08thrjhkcq5sm.jpg

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, უმრავლესობის აზრით, წამლებისა და სამედიცინო მომსახურების საფასური ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემაა.

კითხვაზე, "თქვენი აზრით, რა არის ამჟამად ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემა? მაქსიმუმ 3 პასუხი", პასუხები ასე ნაწილდება:

  • წამლების საფასური - 68%
  • სამედიცინო მომსახურების/ექიმთან ვიზიტების საფასური - 40%
  • ექიმების და სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმის/კვალიფიკაციის ნაკლებობა - 28%
  • წამლების დაბალი ხარისხი - 28%
  • საავადმყოფოების და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა -15%
  • ბიუროკრატია ჯანდაცვის სისტემაში - 8%
  • ცუდი ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა საავადმყოფოებში - 5%
  • სამედიცინო საშუალებების ფასი (როგორიცაა პირბადე, ხელის დეზინფექციის საშუალება და ა.შ.) - 5%
  • ცუდი სანიტარული პირობები საავადმყოფოებსა და კლინიკებში - 4%
  • სხვა - 2%
  • ჯანდაცვის სისტემაში არ არის პრობლემები - 6%
  • არ ვიცი - 2%

NDI-ის კვლევის თანახმად, წამლების საფასური და ხარისხი პატარა ქალაქების მოსახლეობას შედარებით მეტად აწუხებთ.

კვლევის მიხედვით, წამლებისა და სამედიცინო მომსახურების საფასური ყველაზე დიდ გამოწვევად 2020 წლის შემდეგ სახელდება.

კვლევა 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.


close დახურვა