logo
ENG



სალომე ზურაბიშვილი ჩეხეთში შეხვედრებს მართავს

11 დეკ 202318:16
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/11/sawv7v7us3nft06.png

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მთავრობის უარის მიუხედავად ჩეხეთში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა.

ზურაბიშვილი ცოტა ხნის წინ შეხვდა ჩეხეთის პრეზიდენტს. მიღება პრაღის სასახლეში გაიმართა.

როგორც ცნობილია, შეხვედრაზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, უკრაინაში რუსეთის აგრესიას და კავკასიაში არსებულ სიტუაციას განიხილეს.

ზურაბიშვილი ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდება ჩეხეთის პარლამენტის სენატის პრეზიდენტსა და ჩეხეთის პარლამენტის ქვედა სპიკერს.

ქართულ ოცნებაში კვლავ იმეორებენ, რომ სალომე ზურაბიშვილი ევროპაში ვიზიტებით "კონსტიტუციის უხეშ დარღვევას აგრძელებს".

"ამით უპატივცემულობას ახდენს როგორც ქვეყნის, ასევე სახელმწიფო ინსტიტუტების წინაშე. პირველ რიგში, საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე, რომელმაც უთხრა, რომ შენი ეს ნაბიჯები იყო ანტიკონსტიტუციური. სადაც აქამდე ასეთი დამაზიანებელი იყო ქვეყნის იმიჯისთვის მისი ეს ნაბიჯები, არანაირ გაკვირვებას არ წარმოადგენს, რომ ის აგრძელებს ამ ნაბიჯების გადადგმას" - ამბობს ოცნების წევრი გივი მიქანაძე.


close დახურვა