logo
ENG



საერთაშორისო სავალუტო ფონდმა უკრაინისთვის 900 მლნ დოლარის ტრანშის გამოყოფას დაუჭირა მხარი

12 დეკ 202312:46
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/12/hx0j6wri12a0b31.jpg

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა უკრაინისთვის 900 მილიონი დოლარის ტრანშის გამოყოფას დაუჭირა მხარი.

ამის შესახებ სავალუტო ფონდის პრეზიდენტმა, კრისტალინა გეორგიევამ ვაშინგტონში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა.

"დღეს დავასრულეთ ჩვენი პროგრამის მეორე მიმოხილვა უკრაინაში ეკონომიკური მაჩვენებლების გაძლიერების შესახებ. ზრდა წელს, სავარაუდოდ, 4,5% იქნება, ბოლო კვარტალში კი 9,3%. გილოცავთ! ბევრი ქვეყანა შურის თვალით გიყურებთ ამ მიღწევების გამო.

თვიდან თვემდე ძლიერდება ქვეყნის მართვა, კორუფციის წინააღმდეგ მართვისა და ეკონიმიკური პოლიტიკის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერა შთამბეჭდავია. გავაგრძელებთ მუშაობას უკრაინასთან ერთად და მოწოდებას მისი მხარდაჭერისადმი, რომ დარჩნენ მტკიცედ ფინანსურ დახმარებაში", - ამბობს სავალუტო ფონდის პრეზიდენტი.


close დახურვა