logo
ENG



კობახიძე ფორმულაზე: არჩევნების შემდეგ ასეთ ნაცურ თავხედობებს კანონით უნდა გაეცეს პასუხი

12 დეკ 202313:52
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე ფორმულაზე: არჩევნების შემდეგ ასეთ ნაცურ თავხედობებს კანონით უნდა გაეცეს პასუხი

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია ფორმულას კვლავ თავს დაესხა და კანონის სრული სიმკაცრით პასუხის გაცემითაც დაემუქრა. პარლამენტში ჟურნალისტმა კობახიძეს უთხრა, რომ ტელეკომპანია ფორმულა დენდროლოგიურ პარკსა და ბაობაბების საკითხის "ნეგატიურ კონტექსტში" მოხსენიებას აგრძელებს. 

"ეს არის ტიპური, ასე დავარქმევდი, ნაცური თავხედობა. ეს არის კეზერაშვილის ტელევიზია, რომელმაც სახელი გაითქვა კორუფციით, ყაჩაღობით და რეკეტით. ასეთი ადამიანის ტელევიზია ახლა საუბრობს ბიძინა ივანიშვილის მორიგ საქველმოქმედო პროექტზე. [...] ეს არის ჩვეულებრივი ნაცური თავხედობა. დიდი ხნის განმავლობაში ცოტა ლოიალურად ვუყურებდით ნაცურ თავხედობებს, მაგრამ, მე მგონი, არჩევნების შემდეგ ასეთ ნაცურ თავხედობებს კანონის მთელი სიმკაცრით უნდა გაეცეს პასუხი", – თქვა კობახიძემ.


close დახურვა