logo
ENG



ნუგზარ წიკლაური ნაციონალურ მოძრაობას ტოვებს

13 დეკ 202312:03
3 წუთის საკითხავი
clock 885
2023/12/13/38cq7o9v47ai9zb.png

ნუგზარ წიკლაური ნაციონალურ მოძრაობას ტოვებს.

პალიტრანიუსის ეთერში მან პარტიის ახალი მმართველობა გააკრიტიკა და წასვლის მიზეზადაც ეს დაასახელა.

"დიახ, შეგვიძლია ასე ვთქვათ, [რომ ვტოვებ ენმ-ს]. ჩვენ ვნახეთ ის ვითარება, რაც უძღოდა ამ ამბებს. მთელი 9 თვის განმავლობაში, გულწრფელად ვამბობ, ყველანაირად ვცდილობდი, რომ არ მომხდარიყო იმ ღირებულებების, დემოკრატიული ფასეულობების დევალვაცია, რაც იყო დაკავშირებული ნაციონალურ მოძრაობასთან.

კიდევ ერთხელ ვამბობ, მას შემდეგ, რაც უარყო ამ პოლიტიკურ პარტიაში მმართველობამ საკუთარი პოლიტიკური საბჭო, საკუთარი წარსული, საკუთარი ისტორია, მას შემდეგ, რაც უარყო ათი ათასობით საკუთარი ამომრჩევლის, პოლიტიკური პარტიის წევრის პოზიცია, ამის შემდეგაც ვერ შეისმინა ვერაფერი ახალმა მმართველობამ, ამიტომ ვფიქრობ, რომ იქ აღარ არ არის არაფერი..." - განაცხადა წიკლაურმა.

ნაციონალურ მოძრაობაში კრიზისი პარტიის შიდა არჩევნების შემდეგ დაიწყო. პარტია დატოვა ნიკა მელიამ და პარტიის 300-ზე მეტმა წევრმა თბილისსა და რეგიონებში.


close დახურვა