logo
ENG



მსოფლიო ბანკი უკრაინას დამატებით 1,3 მილიარდ დოლარს გამოუყოფს

15 დეკ 202316:41
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/15/vb4e0lj9fw1n8zm.jpg

მსოფლიო ბანკი უკრაინას დამატებით 1,3 მილიარდ დოლარს გამოუყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრემიერმინისტრი, დენის შმიჰალი ავრცელებს.

"ეს თანხა მოხმარდება პენსიებს, მასწავლებელთა ხელფასებს, დევნილთა დახმარებას და სახელმწიფო ბიუჯეტის სხვა პრიორიტეტულ ხარჯებს", - ამბობს შმიჰალი.

უკრაინის პრემიერის თქმით, დახმარების პაკეტის დიდი ნაწილი იაპონიის მთავრობამ დააფინანსა. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ დანარჩენი გრანტები, შეერთებულმა შტატებმა, შვეიცარიამ და უკრაინის დახმარების, აღდგენის, რეკონსტრუქციისა და რეფორმების ფონდმა გამოყო.

შმიჰალის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორებისგან ფინანსური დახმარება უკრაინას საშუალებას აძლევს უზრუნველყოს ქვეყნის მაკროფინანსური სტაბილურობა და მოახმაროს შიდა რესურსები ჯარის საჭიროებებს.


close დახურვა