logo
ENG



რუსული მედიის ცნობით, უკრაინამ მოროზოვსკის სამხედრო აეროდრომზე იერიში მიიტანა

17 დეკ 202317:53
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/17/8tcuo452dh2sbb4.png

რუსული მედიის ინფორმაციით, უკრაინამ რუსეთის რამდენიმე რეგიონზე ე.წ. დრონებით იერიში მიიტანა.

როსტოვის ოლქის გუბერნატორის, ვასილი გოლუბევის თქმით, თავდასხმა მოროზოვსკის სამხედრო აეროდრომზე მოხდა, სადაც საფრონტო თვითმფრინავებია განთავსებული, მათ შორის სუ-24 და სუ-34.

რუსული მედია თავდასხმის ვიდეოსაც აქვეყნებს. გოლუბევი ამბობს, რომ "ე.წ. დრონების უმეტესობა განადგურებულია". ამასთან, გუბერნატორი მიყენებულ ზიანზე არ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. პროპაგანდისტული მედია მხოლოდ 33 ე.წ. დრონის განადგურების შესახებ იუწყება. 


close დახურვა