დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დადგინდა იმ მოზარდის ვინაობა, რომელიც ძაღლმა გაკაწრა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, NCDC-ში განუცხადეს, რომ ბავშვს ვაქცინაცა დაწყებული აქვს და გაკაწვრის შემდეგ მშობლებმა შესაბამისი ზომები მიიღეს.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეძებდნენ მოზარდს, რომელიც თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, გალფის ბენზინგასამართ სადგურთან ძაღლმა გაკაწრა. სეს-ის ცნობით, ძაღლს ცოფი დაუდასტურდა.