გერმანიაში, თამბაქოს აპარატიდან მონეტების ქურდობის ბრალდებით საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, 22 დეკემბერს, დაახლოებით 03:30 საათზე, მოქალაქემ სამი კაცი შეამჩნია, რომლებიც სიგარეტის აპარატს ძარცვავდნენ. პატრულში შესული შეტყობინების საფუძველზე, მალევე დაიწყო გამოძიება და პოლიციამ აღმოაჩინა ავტომობილი, რომლის შემოწმების დროსაც დიდი რაოდენობით მონეტები იპოვეს. ავტომობილი პოლონეთში იყო რეგისტრირებული.
23, 28 და 32 წლის საქართველოს მოქალაქეები პოლიციამ ადგილზევე დააკავა. ისინი კიდევ ორ ლოკაციაზე ბანკომატების ძარცვაში არიან ეჭვმიტანილი.