აქტივისტი ნატა ფერაძე სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, სადაც ჩანს, რომ იოსებ სტალინის გამოსახულებიან ხატს, სავარაუდოდ, საღებავი შეასხეს.
ხატის შესახებ ფოტო და ვიდეო მასალები სოციალურ ქსელში 7 იანვარს გავრცელდა - დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ დაწერა, რომ სამების საკათედრო ტაძარში დაბრძანებული წმინდა მატრონას ხატი, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული.
მოგვიანებით ხატის ამსახველი ვიდეო პარლამენტის ყოფილმა წევრმა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტების მენეჯერმა, გიორგი კანდელაკმაც გამოაქვეყნა.
მოგვიანებით ინფორმაციას გამოეხმაურა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე და თქვა, რომ "ხატზე უარყოფითი პერსონაჟიც შეიძლება მოხვდეს".