logo
ENG



ინაშვილის აზრით, ხატიდან სტალინის წაშლის გადაწყვეტილება საპატრიარქომ ოცნების "რჩევით" მიიღო

11 იან 202418:32
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/11/h1ohf3jtv9obtvb.jpeg

პრორუსული პატრიოტთა ალიანსის ლიდერის ირმა ინაშვილის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ წმინდა მატრონას ხატიდან სტალინის წაშლის გადაწყვეტილება საპატრიარქომ ხელისუფლების "რჩევით" მიიღო.

ინაშვილის თქმით, საპატრიარქოს გადაწვეტილებას ემორჩილებიან.

"საპატრიარქომ დაადასტურა, რომ ხატზე შეიძლება გამოსახული იყოს ნებისმიერი ღვთის წინააღმდეგ მებრძოლი, ნებისმიერი მწვალებელი ან ურწმუნო, გამომდინარე კონტექსტიდან! და ეს შეცდომა არ არის. ცხადია, არც სტალინის გამოსახვაა დარღვევა. მეორეს მხრივ, ნათლია, რომ საპატრიარქომ დაიცვა სიმშვიდე და ამიტომ გვეუბნება, რომ სტალინის ეპიზოდი უნდა შეიცვალოს.

ვიმეორებ: ჩვენ, როგორც მრევლი, ვემორჩილებით საპატრიარქოს გადაწყვეტილებას, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ... ჯერ ერთი, რომ ეს გადაწყვეტილება საპატრიარქომ ხელისუფლების "რჩევით" მიიღო და მეორე-ამიერიდან კოლექტიური ფერაძეები უფრო მეტ თავხედობას გამოიჩნენ", - წერს ინაშვილი.

საპატრიარქომ განცხადება დღეს, 11 იანვარს გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ რადგან წმ. მატრონას სტალინთან შეხვედრის საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს, "აუცილებელია აღნიშნული ეპიზოდის შეცვლა".

ხატის შესახებ ფოტო და ვიდეო მასალები სოციალურ ქსელში 6 იანვარს გავრცელდა - დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ დაწერა, რომ სამების საკათედრო ტაძარში დაბრძანებული წმინდა მატრონას ხატი, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული.

მოგვიანებით ხატის ამსახველი ვიდეო პარლამენტის ყოფილმა წევრმა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტების მენეჯერმა, გიორგი კანდელაკმაც გამოაქვეყნა.

9 იანვარს აქტივისტმა ნატა ფერაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ იოსებ სტალინის გამოსახულებიან ხატს საღებავი შეასხესსაღებავის შესხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება იმ დღესვე დაიწყო - ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

გუშინ, 10 იანვარს კი ფერაძის სახლთან ძალადობრივი, ჰომოფობიური, პრორუსი ალტ–ინფოს წევრები მივარდნენ და მას ემუქრებოდნენ. პოლიციამ მას სახლთან მისვლის საშუალება არ მისცა. ადგილზე მოხდა მათსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. 


close დახურვა