logo
ENG



იუკნევიჩიენე: დასავლეთის მხრიდან [საქართველოზე] ყურადღება გაძლიერდება, აღარავინ მოტყუვდება

11 იან 202420:41
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/11/63nj9fewizkn9lu.jpg

ევროპარლამენტარის, რასა იუკნევიჩიენეს განცხადებით, კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, დასავლეთის მხრიდან საქართველოზე ყურადღება გაძლიერდება.

მისი თქმით, მმართველი პარტია დაინტერესებული უნდა იყოს, რომ 2024 წლის არჩევნები სადამკვირვებლო მისიამ სამართლიან და თავისუფალ არჩევნებად შეაფასოს. ამის შესახებ მან ფორმულასთან საუბრისას განაცხადა.

"პირველ რიგში, ოცნება უნდა იყოს დაინტერესებული, რომ დამკვირვებლებმა ეს არჩევნები სამართლიან და თავისუფალ არჩევნებად შეაფასონ. სხვა შემთხვევაში, საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე წინ ვერ წაიწევს. ამიტომ, სტატუსის მინიჭების შემდეგ, დასავლეთის მხრიდან [საქართველოზე] ყურადღება გაძლიერდება. ჩვენ კარგად ვიცით, ვინ ვინ არის საქართველოში და აღარავინ მოტყუვდება", - თქვა იუკნევიჩიენემ.

დღეს ნაციონაური მოძრაობის წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ ხელისუფლებას ამ დრომდე ეუთო/ოდირისთვის საქართველოში გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიის თაობაზე მოწვევა არ გაუგზავნია. როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, აუცილებლად მიიჩნიეს, რომ ამასთან დაკავშირებით ეუთო/ოდირისთვის წერილობით თავად მიემართათ. 

საპასუხოდ, ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ოპოზიცია "ცარიელ ადგილას ხმაურის შექმნას" ცდილობს. მმართველი გუნდის წევრის, ბექა დავითულიანის თქმით, დამკვირვებლები ჩამოვლენ და ყველაფერი "თავის დროზე" გაკეთდება.  


close დახურვა