logo
ENG



ახალციხეში ავარიას ქალი ემსხვერპლა

12 იან 202414:15
3 წუთის საკითხავი
clock 940
ახალციხეში ავარიას ქალი ემსხვერპლა

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუგარეთთან ავტოსაგზაო შემთხვევას 32 წლის ქალი ემსხვერპლა. ინფორმაციას ადგილობრივი სამხეთის კარიბჭე ავრცელებს.

მათი ცნობით, ერთმანეთს მსუბუქი მანქანა და ტრაილერი შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


close დახურვა