გულშემატკივრების რისხვა გამოიწვია საფეხბურთო კლუბ თელავის გადაწყვეტილებამ. გუნდს მთავარ მწვრთნელად რუსი სპეციალისტი დაუნიშნეს. სტავროპოლში დაბადებული ოლეგ ვასილენკო ვლადიკავკაზის ალანიაში, კურსკის ავანგარდში, ვორონეჟის ფაკელში მუშაობდა. უცნობია თელავის ახალი მწვრთნელის შეხედულებები მათ შორის ოკუპაციაზე, უკრაინაში ომზე. თავად ოლეგ ვასილენკო ჟურნალისტებს არ ეკონტაქტება. მისი დაცვა დღეს ქართულმა ოცნებამ აიღო საკუთარ თავზე.
რუსი მწვრთნელი თელავის საფეხბურთო კლუბში
19 იან 202420:37
3 წუთის საკითხავი