logo
ENG



ლანდსბერგისი: ვინ შეაკავებს რუსეთს? NATO-სა და ჩვენს გარდა, სხვა ამას ვერ გააკეთებს

22 იან 202414:41
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/22/p9ld2d493pbq3cd.jpg

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიეულის ლანდსბერგისის განცხადებით, NATO-სა და რუსეთთან ახლოს მდებარე ქვეყნების გარდა, სხვა ვერავინ შეძლებს აგრესორის შეკავებას.

ლანდსბერგისის თქმით, უკრაინა არამხოლოდ საკუთარი თავის დასაცავად, არამედ ევროპისთვისაც იბრძვის.

"თუ ვერ ვხედავთ უკრაინას, როგორც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხს, უნდა გვახსოვდეს, რომ უკრაინა იბრძვის არამხოლოდ საკუთარი თავის დასაცავად, არამედ ევროპისთვისაც და ამას ვგულისხმობ არა რიტორიკული, არამედ პრაქტიკული გაგებით.

უკრაინა ახლა აკავებს აგრესიული რუსეთის ექსპანსიას საკუთარ ტერიტორიაზე. იმედი მაქვს, რომ შეძლებენ საკუთარი ტერიტორიის მიღმაც შეაკავონ, მაგრამ თუ წარმატებას ვერ მიაღწევენ, მზად უნდა ვიყოთ, პასუხი გავცეთ შეკითხვას - მაშინ, ვინ შეაკავებს რუსეთს? NATO-სა და რუსეთთან ახლოს მდებარე ქვეყნების გარდა, სხვა ამას ვერ გააკეთებს, მათ შორისაა ჩემი ქვეყანაც და სხვა ქვეყნები აღმოსავლეთ ფლანგზე. ასე რომ, ეს არის ბრძოლა ევროპის თვითგადარჩენისთვისაც", - ამბობს ლანდსბერგისი.

დღეს ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება, სადაც ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში არსებულ ვითარებას განიხილავენ.


close დახურვა