logo
ENG



პოლონეთი უკრაინას დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

22 იან 202418:40
3 წუთის საკითხავი
clock 286
2024/01/22/0zhres08oaihc74.png

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, პოლონეთი უკრაინას დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს.

შესაბამისი განცხადება ზელენსკიმ პოლონეთის პრემიერმინისტრთან, დონალდ ტუსკთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა. დონალდ ტუსკი კიევში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

"მივიღებთ პოლონეთისგან თავდაცვის ახალ პაკეტს. ჩვენ ვაფასებთ ასეთ უცვლელ დახმარებას. არსებობს ჩვენი ინტერაქციის ახალი ფორმა - ეს არის პოლონური კრედიტი უკრაინისთვის. დონალდ ტუსკთან ასევე განვიხილეთ ერთობლივად იარაღის წარმოების შესაძლებლობაც", - თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაც განიხილეს, ასევე საუბარი შეეხო უსაფრთხოების გარანტიებს.


close დახურვა