ავდეევკის ფრონტის მიმართულებით 27 იანვარს უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტების 20 იერიში მოიგერიეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენ. შტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ჯამში 64 შეტაკება მოხდა.
"საერთო ჯამში, რუსებმა, უკრაინის ჯარების პოზიციებისა და დასახლებული პუნქტების მიმართულებით, ერთი სარაკეტო დარტყმა და 35 იერიში მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან განახორციელეს", - ნათქვამია გენ. შტაბის განცხადებაში.
ცნობილია, რომ სივერშჩინას და სლობოჟანშჩინასთან მიმდებარე ფრონტებზე, 30 დასახლება რუსეთის ცეცხლის ქვეშ მოექცა.
რაც შეეხება კუპიანსკის ფრონტს, აქ რუსებმა ხუთი შეტევა სინკივკასა (ხარკოვის ოლქი) და სტელმახივკას (ლუგანსკის ოლქი) მახლობლად განახორციელეს, რითაც უკრაინული დაცვის გარღვევას ცდილობდნენ.