რა მიზანს ისახავდა შეტყობინებები, რომელმაც ბათუმში სასწავლო პროცესის შეფერხება გამოიწვია, მანამდე კი სუპერმარკეტების ევაკუაცია. სუს-ის მტკიცებით, შეტყობინებების გავრცელება სკოლებსა და სავაჭრო ობიექტებში ასაფეთქებელი მოწყობილობების არსებობის შესახებ ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაიგეგმა. იმავე განცხადებაში სუს-მა გაიხსენა თბილისში მომხდარი ანალოგიური ფაქტები. დედაქალაქში, დიდ სუპერმარკეტთან დაკავშირებით წინასაახალწლო პერიოდში და ასევე 17 იანვარს გავრცელდა ცრუ შეტყობინება, თითქოს შენობაში ბომბი იყო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ძველი ფაქტები საერთაშორისო ქსელურ თამაშებს დაუკავშირა.
პანიკის დათესვის მცდელობა თუ რეალური საფრთხე?
22 იან 202420:19
3 წუთის საკითხავი