logo
ENG



საკრებულომ აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიას რეკრეაციული სტატუსი შეუცვალა

23 იან 202417:19
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/23/ldxq4hmtow9oz52.png

დღეს თბილისის საკრებულომ ორივე ის საკითხი დააკმაყოფილა, რაც ბიძინა ივანიშვილსა და მასთან დაკავშირებულ კომპანიებს ეხება. საკრებულომ დაუშვა ცვლილება განაშენიანების რეგულირების გეგმაში - კერძოდ, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დაგეგმილი პროექტის მასშტაბები გაიზრდება. ასევე, რეკრეაციული სტატუსი შეეცვალა აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიას.

10 აგვისტოს ირაკლი აბესაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლაგუნა ვერე ქართუ ფონდმა გაყიდა. 

საჯარო რეესტრიდან ამონაწერიდან ირკვევა, რომ 12 665 კვ.მ-ის ფართობის ტერიტორია ნეო სითი დეველოპმენტის საკუთრებაში ოფიციალურად 2023 წლის 10 აგვისტოდან გადავიდა.

11 აგვისტოს კომპანიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ლაგუნა ვერეს სპორტულ-გამაჯანსაღებელი აუზი თბილისს მალე დაუბრუნდება" და დაგეგმილია საცურაო კომპლექსის აღდგენა.

18 იანვარს, ირაკლი აბესაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე, ქართუ ბანკის საკუთრებაში არსებული აბრეშუმის ფაბრიკის ადგილას, 65 სართულიანი კომპლექსის აშენება იგეგმებოდა.

ამ ინფორმაციაზე პასუხად თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე რეაბილიტაციის შემდეგ, ინფრასტრუქტურა და აბრეშუმის ქარხნის ძველი შენობა მთლიანად შენარჩუნდებოდა.


close დახურვა