logo
ENG



აბესაძე: ქართუს საკუთრებაში არსებული ფაბრიკის ადგილას კომპლექსის აშენება იგეგმება

19 იან 202300:51
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/19/aztvb5no84fda1j.jpg

ირაკლი აბესაძის ინფორმაციით, გმირთა მოედანზე ქართუ ბანკის საკუთრებაში არსებული აბრეშუმის ფაბრიკის ადგილას, 65 სართულიანი კომპლექსის აშენება იგეგმება.

პროექტის ფოტოებს აბესაძე Facebook-ზე აქვეყნებს, რომლითაც ირკვევა, რომ შემსრულებელი შპს "ჰაუსარტ ლუქსია".

"ბიძინას "საჩუქარი" თბილისელებს:

"ლაგუნა ვერე"-ს ეხლა ვერ მივხედავო,

65 სართულიანი კომპლექსი, ჯამურად 155 588 კვ.მ საცხოვრებელი და კომერციული ფართობი, ქართუს საკუთრებაში არსებული აბრეშუმის ფაბრიკის ადგილას - ეს ყველაფერი გმირთა მოედანზე (სატრანსპორტო კვლევის ფაილი არ იხსნება, იმედია არსებობს და როცა გაიხსნება, ვნახავთ რა გველის)…", - წერს აბესაძე.


close დახურვა