logo
ENG



ხელოვნების მუზეუმი: დადასტურდა, რომ ფერწერული ტილო "ირემი" ფიროსმანს ეკუთვნის

24 იან 202412:28
3 წუთის საკითხავი
clock 393

ხელოვნების მუზეუმის განცხადებით, მუზეუმის ექსპერტიზის ლაბორატორიამ ფერწერული ნამუშევრის ფიროსმანისადმი კუთვნილება დაადასტურა.

"შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ირაკლი ფარჯიანის სახელობის ხელოვნების ნიმუშების კვლევისა და ექსპერტიზის ლაბორატორიაში კერძო კოლექციის ფერწერულ ნამუშევარს - "ირემი" - საექსპერტო კვლევა ჩაუტარდა და ნიკო ფიროსმანაშვილის ავტორობა დადასტურდა.

ხელოვნების ნიმუშების კვლევისა და ექსპერტიზის ლაბორატორიის დასკვნა ნიკო ფიროსმანაშვილის ფერწერული ნამუშევრის - "ირემი" - ავთენტიკურობის შესახებ გადაეცა მესაკუთრეს და მას დაუბრუნდა კვლევისათვის ლაბორატორიაში წარმოდგენილი ფერწერული ტილო", - ნათქვამია განცხადებაში.

მუზეუმის ცნობით, საექსპერტო კვლევის ჩასატარებლად ირაკლი ფარჯიანის სახელობის ხელოვნების ნიმუშების კვლევისა და ექსპერტიზის ლაბორატორიას მოქალაქე ლაშა შენგელიამ 2023 წლის 2 აგვისტოს მიმართა. ნამუშევარს თან ხელმოწერა: "ნიკო ფიროსმანაშვ..." ახლავს.


close დახურვა