logo
ENG



რა მოხდა ხელოვნების მუზეუმში?

11 ივნ 202420:34
3 წუთის საკითხავი
 

დაზიანდა თუ არა უნიკალური ფერწერული ტილოები ხელოვნების მუზეუმში - განახლებულ შენობაში მილი გასკდა და წყალი დარბაზში ჩავიდა. თავად წულუკიანის სამინისტრო და მუზეუმიც ფაქტს ასაიდუმლოებს. ფორმულამ დეტალები გაარკვია. წყაროს ინფორმაციით, წყალი მეორე კორპუსში ერთ-ერთ ფონდში ჩავიდა. მილის დაზიანებას ფორმულასთან მუზეუმის დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე არ უარყოფს. ხელოვნების მუზეუმის ყოფილი მცველები კი ვარაუდობენ, რომ უხარისხო რეაბილიტაციის შედეგად ზიანი მიადგა ფერწერის ფონდს, სადაც გუდიაშვილის, ნიჟარაძის, კალანდაძის ტილოები ინახება.

 


close დახურვა