logo
ENG



სარფის გამშვებ პუნქტზე მებაჟეებმა 142 418 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქრო ამოიღეს

29 იან 202414:26
3 წუთის საკითხავი
clock 286
2024/01/29/umk071sdzv7m8ht.jpg

სარფის გამშვებ პუნქტზე მებაჟეებმა მალულად განთავსებული, დიდი რაოდენობის არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები ამოიღეს.

ცნობილია, რომ ნაკეთობების საერთო ღირებულება 142 418.84 ლარია.

"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი “, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების, დეტალური დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული, ოთხ შეფუთვად დაფასოებული, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (ჯამში: 1403.28 გრამი) გამოვლინდა", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

ამასთანავე, საქმის მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.


close დახურვა