logo
ENG



შსს-მ სვანეთში მომხდარზე ორი ადამიანი დააკავა, ტურისტის ცხედარი მდინარეში იპოვეს

06 იან 202519:49
3 წუთის საკითხავი
 
შსს-მ სვანეთში მომხდარზე ორი ადამიანი დააკავა, ტურისტის ცხედარი მდინარეში იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ სვანეთში მომხდართან დაკავშირებით ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ორი ადამიანი დააკავა.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 5 იანვარს, ბრალდებულებმა ზუგდიდიდან მესტიაში მიმავალი უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააყაჩაღეს, გასტაცეს მობილური ტელეფონები, და ერთ ერთ მათგანს, 1986 წელს დაბადებულ ვ.ს.-ს მიაყენეს ცეცხლსასროლი ჭრილობა და უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა დანაშაულის დაფარვის მიზნით, ცხედარი მოგვიანებით მდინარეში გადააგდეს და მიიმალნენ.

პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქის ვ.ს. ცხედარი მესტიის მუნიციპალიტეტის ტეროტორიაზე მდინარე ნაკრაში იპოვეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

დანაშაული 16 დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა