![2024/01/30/3s3nz96lv0ey7k7.jpg](/uploads_script3/articles/2024/01/30/3s3nz96lv0ey7k7.jpg)
ბათუმის “დინამოს” პრეზიდენტის შვილი ცეცხლსასროლი იარაღის ტარებისა და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.
ინფორმაციას რეგიონული გამოცემა Ajaratimes.ge ავრცელებს. მედიის ცნობით, გურამ ბერიძე ე.წ. ქუჩურ გარჩევაში მონაწილეობდა. შემთხვევა ბათუმში, ერთ-ერთი სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
ბერიძეს ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი წილებს უკავშირდება. საქმე ბათუმის დინამოს პრეზიდენტის, არჩილ ბერიძის კუთვნილი კომპანიის საქმიანობას ეხება.