logo
ENG



ბათუმში ცოლზე ძალადობის ბრალდებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა

01 თებ 202409:51
3 წუთის საკითხავი
clock 413

ბათუმში ოჯახში ძალადობის ბრალდებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა.

არსებული ინფორმაციით, კაცი ცოლს ფიზიკურად გაუსწორდა, რის შემდეგაც ქალი ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.

ფორმულას ცნობით, ქალი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლითაა აღძრული, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს. სასჯელი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ან თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით გულისხმობს. 


close დახურვა