logo
ENG



"თაღლითური ქოლცენტრების" საქმეზე დაკავებული 7-ვე პირი პატიმრობაში დატოვეს

04 თებ 202418:35
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/04/p08w8k6x9eajsi2.jpg

თბილისის საქალაქო სასამართლომ "თაღლითური ქოლცენტრების" მოწყობისა და ორგანიზების ბრალდებით დაკავებული 7-ვე პირი პატიმრობაში დატოვა. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

ე.წ. თაღლითური ქოლცენტრების მოწყობისა და ორგანიზების ბრალდებით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 7 წევრი დღეს დააკავეს. ამის შესახებ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა, ბექა კვიციანმა ისაუბრა. 

პროკურატურის ცნობით, თბილისში სხვადასხვა ლოკაციაზე ათეულობით ფიზიკური პირი, მათი საცხოვრებელი ბინები, მანქანები და სამუშაო ადგილები გაჩხრიკეს. 

უწყების განცხადებით, გამოძიების ყადაღა დაედო ბრალდებულების საკუთრებაში არსებულ 5 მილიონ ლარამდე ღირებულების უძრავ და მოძრავ ქონებას. 

დაკავებულებს ბრალდება "ორგანიზებული ჯგუფების მიერ ჩადენილი თაღლითობისა და ფულის გათეთრების" საქმეებზე წარედგინათ, რაც 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

პროკურატურაში ამბობენ, რომ 2021-2024 წლებში სისხლის სამართლებრივი დევნა ე.წ. ქოლცენტრების საქმიანობაში ჩართული 72 ფიზიკური და 3 იურიდიული პირის მიმართაა დაწყებული.


close დახურვა