logo
ENG



ელისაშვილი ჩიქოვანს: ჯუანშერ ბურჭულაძემ თქვა, რომ ლიბერალიზმია ქვეყნის საფრთხეო, იზიარებთ?

05 თებ 202412:20
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/05/vio97uxff0fpprl.jpg

მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ჩიქოვანს ჰკითხა, იზიარებს თუ არა მისი წინამორბედის, ჯუანშერ ბურჭულაძის პოზიციას, რომელმაც ქვეყნის მთავარ საფრთხედ ლიბერალიზმი დაასახელა. 

"ბატონმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ერთი საოცარი ფრაზით დაგვამახსოვრა ყველას თავი. ოკუპირებული ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა არც მეტი, არც ნაკლები თქვა, რომ ლიბერალიზმია საქართველოს მთავარი საფრთხეო, თქვენც იზიარებთ თუ არა ამ პოზიციას და თქვენც მიგაჩნიათ თუ არა, რომ ლიბერალიზმია საქართველოს მთავარი საფრთხე", - ჰკითხა ელისაშვილმა ჩიქოვანს. 

ამ წუთებში კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. 


close დახურვა