logo
ENG



საავტორო უფლებათა ასოციაციის ხელმძღვანელი საგამოძიებოში გამოიკითხა

05 თებ 202422:13
3 წუთის საკითხავი
clock 295
2024/02/05/0ivu235557tu1mx.jpg

საავტორო უფლებების ასოციაციის ხელმძღვანელი, გიგა კობალაძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამოიკითხა.

გამოკითხვის შემდეგ ადვოკატმა მალხაზ სალაყაიამ ჟურნალისტებთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქმეზე შესაძლოა სხვა ადამიანებიც გამოიკითხონ.

ამასთან, ადვოკატის თქმით, დღევანდელი გამოკითხვა ემსახურებოდა იმას, რომ საგამოძიებო სამსახურისთვის ინფორმაციის მიწოდებას, თუ რას საქმიანობს საავტორო უფლებების ასოციაცია.

"გამოძიებას როცა დასჭირდება, ნებისმიერს, მზად ვართ, ვუპასუხოთ ვინაიდან კანონთან შესაბამისობაშია ეს საქმიანობა. აქედან გამომდინარე, ჩვენი დღევანდელი საგამოძიებო სამსახურში მისვლა ემსახურებოდა გაეგო საგამოძიებო სამსახურს, თუ რას საქმიანობს და რის საფუძველზე საქმიანობს საავტორო უფლებების დაცვის ასოციაცია"- თქვა ადვოკატმა.

2 თებერვალს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარის მიერ ავტორ-შემსრულებელთა კუთვნილი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისების საქმეზე გამოძიება დაიწყეს. 

თავად კობალაძე აბსურდულსა და გამოგონილს უწოდებს ბრალდებებს, რის საფუძველზეც ფინანსურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო.


close დახურვა