logo
ENG



"ვინც გამოირჩევა შეურაცხმყოფელი გამოსვლებით, დაატოვებინეთ დარბაზი" - წილოსანი სონღულაშვილს

06 თებ 202417:16
3 წუთის საკითხავი
clock 338
2024/02/06/bt3imj92sk28jvi.jpg

პარლამენტში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკის, რეგიონული პოლიტიკისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მინისტრობის კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობს.

დღეს დეპუტატები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და ფინანსთა მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

სხდომის დაწყებამდე, ქართული ოცნების დეპუტატმა ნინო წილოსანმა კომიტეტის ხელმძღვანელს დავით სონღულაშვილს მიმართა და "გამოვიდა წინადადებით", რომ "შეურაცხმყოფელი გამოსვლებით გამორჩეულ ადამიანებს სხდომათა დარბაზი დაატოვებინოს".

"ერთი თხოვნა მაქვს, რადგან თქვენ ხელმძღვანელობთ ამ სხდომას - ადამიანები, ვინც შეიძლება გამოირჩეოდნენ ღირსების შემლახავი ეპითეტებით, ან შეურაცხმყოფელი გამოსვლებით, იმიტომ რომ გასაგებია, რომ ყველას რაღაც შეიძლება რაღაც კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდეთ, გთხოვდეთ, რომ დაატოვებინოთ დარბაზი, აი ამ წინადადებით შემოვიდოდი", - თქვა წილოსანმა.

ნინო წილოსანის პასუხად კომიტეტის ხელმძღვანელმა თქვა, რომ "ვინც დაარღვევს სამუშაო წესრიგს, ვერ ჩაჯდება გრაფიკში, კომიტეტის სხდომის ნაწილში ვერ გამოგვყვება".


close დახურვა