logo
ENG



კობახიძე ახვლედიანის სკოლის დაფინანსებაზე: ბოლომდე დავინტერესდებით, რასთან გვაქვს საქმე

18 სექ 202614:48
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/18/aai08frznnlnf72.jpg

თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დაფინანსების საკითხზე, რომელსაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არმაზ ახვლედიანი ხელმძღვანელობს, ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემაც ისაუბრა.

მანამდე, ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ ამ ორგანიზაციის ღონისძიებები ევროსაბჭოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და "პირდაპირ პოლიტიკური შინაარსის პროექტს წარმოადგენს". ამ კონტექსტში, მან თქვა, რომ ევროსაბჭოს წარმომადგენლებმა პასუხი უნდა გასცენ კითხვას, ხდება თუ არა ამ საქმიანობის დაფინანსება "ქართველი ხალხისა და მოქმედი კანონმდებლობის გვერდის ავლით". 

ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ "ბოლომდე დაინტერესდებიან, რასთან აქვთ საქმე" და "შესაბამის სამართლებრივ რეაგირებაზეც" გაამახვილა ყურადღება. 

"ყველამ უნდა სცეს პატივი საქართველოს კანონმდებლობას, მათ შორის გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობას. ჩვენ ბოლომდე დავინტერესდებით, რასთან გვაქვს საქმე. საბოლოოდ თუ დადგინდება და აშკარად ჩანს, რომ სავარაუდოდ ამასთან გვაქვს საქმე. თუ საბოლოოდ დადგინდება, რომ დარღვეულია გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა, რა თქმა უნდა, ამაზე გვექნება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება", - თქვა ირაკლი კობახიძემ. 


close დახურვა