logo
ENG



დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო მატარებლის რეისები ხვალაც უქმდება

06 თებ 202422:31
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/06/6n90qjjpb6dlbz5.jpg

საქართველოს რკინიგზის ცნობით, დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო, ხვალ, 7 თებერვალს მატარებლის რეისები უქმდება.

კერძოდ, უქმდება შემდეგი რეისები:

  • თბილისი-ბათუმი (802),
  • თბილისი-ზუგდიდი (870),
  • თბილისი-ოზურგეთი-ქუთაისი (12/18),
  • ბათუმი-თბილისი (803),
  • ოზურგეთი-ქუთაისი-თბილისი (11/17),
  • ფოთი-თბილისი (873),
  • ხაშური-ზესტაფონი (6446)
  • ზესტაფონი-ხაშური (6417).

რკინიგზაში აცხადებენ, რომ გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ.

ცოტა ხნის წინ, საქართველოს რკინიგზამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, დღეს 6 თებერვალს, მოლითში ჩამოწოლილი მეწყრის გამო რეისზე არსებული მატარებლები ვეღარ გააგრძელებენ მოძრაობას.

რკინიგზის ცნობით, ზუგდიდი-თბილისის (869), ბათუმი-თბილისის (801) და თბილისი-ფოთის (874) რეისებზე მოძრავი შემადგენლობები დაბრუნდებიან საწყის სადგურებში.


close დახურვა