logo
ENG



გდდ-ს ყოფილმა მაღალჩინოსანმა ქვეყანა ოჯახთან ერთად დატოვა

26 დეკ 202421:54
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა პოლკოვნიკმა ირაკლი შაიშმელაშვილმა ოჯახთან ერთად ქვეყანა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ის სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ფეისბუქპოსტში მან პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და აშშ-ის საელჩო მონიშნა.

"ამ ეტაპზე მინდა შემოვიფარგლო მხოლოდ მადლობით. განსაკუთრებული მადლობა იმ უცხო ადამიანებს, რომლებმაც წარმოუდგენელი მხარდაჭერა და სიყვარული გამოხატეს. იმედი მაქვს, რომ მომეცემა შესაძლებლობა ეს პატივისცემა ღირსეულად გადავიხადო. P.S. მალე დაგიბრუნდებით" - წერს შაიშმელაშვილი.

ირაკლი შაიშმელაშვილმა შსს 4 დეკემბერს დატოვა. მის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა შსს-ს, მათ შორის გდდ-ს მიერ, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციების სასტიკი დარბევა, მოქალაქეების უკანონო დაკავება, დევნა, ცემა და წამება.


close დახურვა