logo
ENG



ბაღდათში, სოფელ ნერგეეთში მეწყრის შედეგად დაღუპული კიდევ ერთი, მეექვსე ცხედარი იპოვეს

07 თებ 202417:45
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/07/gg210n2wmogg1a4.jpg

ბაღდადის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად გარდაცვლილი კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს.

"საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, მეექვსე ცხედარი იპოვეს.

მეხანძრე-მაშველები ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობენ ძებნა-შველის ღონისძიებას", - წერია შსს-ის განცხადებაში.

ჯამში სტიქიურ უბედურებას 6 ადამიანი ემსხვერპლა.

ამ ეტაპისთვის მაშველებო დაკარგულ სამ ადამიანს ეძებენ.

უხვი ნალექის გამო გვიან ღამით სოფელ ნერგეეთში მეწყერი ჩამოწვა და ოთხი სახლი მოიყოლა. მაშველებმა ერთი მოქალაქის ამოყვანა შეძლეს.


close დახურვა