logo
ENG



შშმ პირის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული კაცი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

10 თებ 202416:32
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/10/ptrhnuraeusx0jb.png

შშმ პირის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული კაცი 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

საქმის განხილვა დახურულ ფორმატში მიმდინარეობა. დაცვის მხარემ გირაოს გამოყენების საფუძვლად ბრალდებულის და მისი ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა, ეს გარემოება მოსამართლემ გაითვალისწინა.

არსებული ინფორმაციით, ბრალდებულის მხარე გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

ქობულეთში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით ერთი ადამიანი გუშინ დააკავეს.


close დახურვა