ახალგაზრდა მეცნიერთა განცხადებით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ მეცნიერთა უფლებები უხეშად დაირღვა.
საუბარია ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით (YS) დაფინასების 2024 წლის კონკურსზე, რომელშიც 129 ახალგაზრდა მკვლევარი მონაწილეობდა, მათგან გამარჯვებულად 31 პროექტი გამოცხადდა.
მეცნიერთა ჯგუფის განცხადების თანახმად, გამარჯვებული პროექტების დაფინანსების წესში გამოვლინდა მთელი რიგი უხეში დარღვევები, რითაც შეილახა მასში მონაწილე მეცნიერთა უფლებები. დარღვევები შეეხო თითქმის ყველა სამეცნიერო მიმართულებას.
"ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მიმართულებისთვის საერთო ბიუჯეტიდან გამოყოფილი იყო დაფინანსების 20%. გამოვლინდა 27-დან (უმაღლესი ქულა) 22 ქულამდე შეფასებული 7 გამარჯვებული პროექტი. დაფინანსების გარეშე დარჩა 26 ქულით შეფასებული პროექტი (ხელმძღ. ნინო ქობალია, საქართველოს ეროვნული მუზეუმი). მაშინ როცა რანჟირებულ სიაში მასზე ბევრად დაბალი ქულით (26, 25, 24, 23 და 22 ქულა) შეფასებული პროექტები დაფინანსდა.
აგრარულ მეცნიერებათა მიმართულებაში, რომლისთვისაც საერთო ბიუჯეტის 5 % იყო გათვალისწინებული, დაფინანსების მიღმა დარჩა უმაღლესი, 22 ქულით შეფასებული პროექტი (ხელმძღ. ლეო უშანოვი, აგრარული უნივერსიტეტი) და დაფინანსდა რანჟირებულ სიაში არსებული 21 და 20 ქულიანი პროექტები.
დარღვევები შეეხო მიმართულებების მიხედვით ბიუჯეტის განაწილების წესსაც. მაგალითად, მე-7 მიმართულებისთვის (საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები) 2024 წლის 28 ივნისის N102 ბრძანებით გათვალისწინებული იყო საერთო ბიუჯეტის 10%, რის მიხედვითაც, ამ მიმართულებიდან უნდა დაფინანსებულიყო სულ მცირე სამი პროექტი, თუმცა დაფინანსდა მხოლოდ ერთი", - ნათქვამია განცხადებაში.
ახალგაზრდა მეცნიერთა ჯგუფმა, აღნიშნული დარღვევევის შესახებ მიმართა ფონდის შესაბამის პასუხისმგებელ პირებს (იურისტი, კოორდინატორი, მიმართულების ხელმძღვანელი). ასევე, მეცნიერებს პირადი კომუნიკაცია ჰქონდათ ფონდის გენერალურ დირექტორთან, თეიმურაზ დოჭვირთან.
"ფონდის არცერთ თანამშრომელს, მათ შორის გენერალურ დირექტორს აღნიშნულთან დაკავშირებით არგუმენტირებული და ადეკვატური პასუხი არ აქვს.
დასკვნის სახით: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსების წესი შეიცავს ბევრ ხარვეზს და არ არის შესაბამისად გამჭვირვალე. ის ლახავს მეცნიერთა უფლებებს და არის დისკიმინაციული", - წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით (YS) დაფინანსების კონკურსში (2024 წლის 28 ივნისის N102 ბრძანებით) წარდგენილი პროექტების შეფასება ხდება ევროპის სამეცნიერო ფონდის მიერ (European Science Foundation – Science Connect, ESF-SC) სამ ეტაპად, რაც გულისხმობს:
1. თითოეული პროექტის პირველად შეფასებას ორი დამოუკიდებელი უცხოელი ექსპერტის მიერ;
2. ახალგაზრდა მეცნიერის შეპასუხებას პირველად შეფასებაზე (ე.წ. Rebuttal);
3. თითოეული პროექტის პანელურ შეფასებას ექსპერტთა ჯგუფების მიერ პირველადი შეფასებისა და ახალგაზრდა მეცნიერის შეპასუხების გათვალისწინებით.
აღნიშნულ კონკურსში გამარჯვებული პროექტების გამოვლენა აქამდე ხორციელდებოდა 2015 წლის 13 ოქტომბრის N135ნ ბძანების მე-8 მუხლის ე) ქვეპუნქტის თანახმად: ექსპერტთა შეფასების საფუძველზე მიმართულებების მიხედვით შედგენილი რანჟირებული სიებიდან , კონკურსის ბიუჯეტის გათვალისწინებით , რაც გულისხმობს რომ უნდა დაფინასებულიყო კონკურსის წესით შერჩეული და შეფასებული ყველაზე მაღალქულიანი პროექტები რანჟირების მიხედვით", - ნათქვამია განცხადებაში.
მეცნიერთა ჯგუფის ცნობით, 2024 წელის 17 დეკემბრის რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის N190 ბრძანების მიხედვით დამტკიცდა გამარჯვებული/დაფინასებული პროექტების სია (31 პროექტი).