logo
ENG



ექიმი: ვინც საკომპენსაციო პაკეტს დათანხმდა, უმეტესად ტექნიკური, ადმინისტრაციული პერსონალია

11 თებ 202412:24
3 წუთის საკითხავი
clock 1292

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი, ნინო ოთარიშვილი აცხადებს, რომ ისინი, ვინც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეთავაზებულ საკომპენსაციო პაკეტს დათანხმდნენ, უმეტესად ტექნიკური და ადმინისტრაციული პერსონალია.

"გადაჭარბებულია ძალიან დიდი რაოდენობა, ვინაიდან მედპერსონალი ვიცით ერთეული, ჩვენ ვინც ვიცით და უმრავლესობა არიან ტექნიკური და ადმინისტრაციული პერსონალი, რომლებსაც დიდი ეჭვი მაქვს, აიძულეს უბრალოდ, რომ ხელი მოეწერათ კონტრაქტის შეწყვეტაზე რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან", - ამბობს ოთარიშვილი.

ჯანდაცვის სამისნიტროს განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშროლმლებისთვის კომპენსაციების გაცემა დაიწყეს. უწყების ცნობით, კლინიკის 250-მდე თანამშრომელმა სამინისტროს მიერ შეთავაზებული საკომპენსაციო პაკეტი აირჩია და შესაბამისი შეთანხმებით დაადასტურა.

ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გრძელდება კლინიკის შენობის ფასადის დემონტაჟი, რომელიც სამხარაულის დასკნის მიხედვით, ავარიულია და გადაუდებელ დემონტაჟს ექვემდებარება.

22 იანვარს, ცნობილი გახდა, რომ თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობას დაანგრევენ.

პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სპეციალისტების დასკვნით, იმისთვის, რომ კლინიკამ საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს, შენობის რეკონსტრუქცია ძირითად შემთხვევაში შეუძლებელი და არარენტაბელურია, შესაბამისად, იგეგმება ძველი შენობის დემონტაჟი და რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე აშენდება მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო.

საკითხთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციამ დამატებით ინფორმაცია გაავრცელა. მათი მტკიცებით, "თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ახალი, თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების სახელმწიფო კლინიკა აშენდება. მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება ყველა ძირითად სამედიცინო მიმართულებას დაფარავს".


close დახურვა