logo
ENG



მიუნხენის კონფერენციის 2024 წლის ანგარიშში ივანიშვილი პრორუს ოლიგარქად არის მოხსენიებული

13 თებ 202415:21
3 წუთის საკითხავი
clock 630
მიუნხენის კონფერენციის 2024 წლის ანგარიშში ივანიშვილი პრორუს ოლიგარქად არის მოხსენიებული

მიუნხენის კონფერენციის 2024 წლის ანგარიშში ბიძინა ივანიშვილი პრორუს ოლიგარქად არის მოხსენიებული. დოკუმენტში წერია, რომ პრორუსი ოლიგარქი და საქართველოს მმართველი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი პასუხისმგებელია ქვეყნის ბოლოდროინდელ დემოკრატიულ უკუსვლაზე.

სწორედ ამ ანგარიშს დაეყრდნობა ის დისკუსიები, რომლებიც კონფერენციის ფარგლებში გაიმართება. დოკუმენტში საქართველოზე კიდევ ერთი ჩანაწერია: საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, მიუხედავად ქვეყანაში დემოკრატიის და კანონის უზენაესობის შესახებ მნიშვნელოვანი შეშფოთებისა.

"შესაძლოა რუსეთმა ვერ შეძლო თავის ბანაკში საქართველოს, მოლდოვისა და დასავლეთ ბანაკის ჩათრევა, მაგრამ ის კვლავ ცდილობს, ხელი შეუშალოს მათ ინტეგრაციას დასავლეთში. პრორუსი ოლიგარქი და საქართველოს მმართველი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი პასუხისმგებელია ქვეყნის ბოლოდროინდელი დემოკრატიული უკუსვლასა და ევროკავშირისგან დაშორებაზე, ქართული საზოგადოების უმრავლესობის სურვილის მიუხედავად", - აღნიშნულია ანგარიშში.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 16-18 თებერვალს გაიმართება. მასში მონაწილეობას დაახლოებით 50 სახელმწიფო ლიდერი მიიღებს.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ადმინისტრაციის თქმით, პრეზიდენტმა მიუნხენის კონფერენციიდან ოფიციალური მოწვევა მიიღო.

არსებული ინფორმაციით, საქართველოდან კიდევ ერთი დელეგაცია გაემგზავრება საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით. წინა წელს კონფერენციას ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებოდა.

მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, ახალი პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე მიუნხენის კონფერენციაზე არ იქნება წარმოდგენილი.


close დახურვა