logo
ENG



"მომავალ სხდომამდე მღვდელმოქმედება შეუჩერდეს" - სინოდალური კომისია დეკანოზ კვარაცხელიაზე

13 თებ 202418:39
3 წუთის საკითხავი
clock 2250
2024/02/13/syc93xv7qwyc9kv.jpg

საქართველოს საპატრიარქოს ცნობით, საპატრიარქოში სინოდალური კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც პატრიარქ ილია მეორეს შუამდგომლობით მიმართეს დეკანოზ პეტრე კვარაცხელიასთვის კომისიის მომავალ სხდომამდე  ყოველგვარი მღვდელმოქმედების შეჩერების შესახებ.

განცხადების თანახმად, "მცხეთა-თბილისის ეპარქიის მღვდელმსახური, დეკანოზ პეტრე კვარაცხელია მღვდლისთვის შეუფერებელი ქმედებებისა და გამონათქვამების გამო სამგზის იყო დაბარებული კომისიაზე, მაგრამ არ გამოცხადდა არასაპატიო მიზეზით, - უცხოეთში ყოფნის გამო, რაზეც მას, გაფრთხილების მიუხედავად, კურთხევა არ ჰქონდა აღებული".

"კომისიამ არასაპატიოდ სცნო მისი არგუმენტები და შუამდგომლობით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს, დეკანოზ პეტრე კვარაცხელიასთვის კომისიის მომავალ სხდომამდე  ყოველგვარი მღვდელმოქმედების შეჩერების შესახებ", - წერს საპატრიარქო.

კომისიის წევრები:

  • საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) - კომისიის თავმჯდომარე;
  • სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე);
  • გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა);
  • დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი (სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი).

close დახურვა