logo
ENG



პოლიტიკურ ოპონენტებზე თავდასხმების სერია

16 თებ 202420:30
3 წუთის საკითხავი
 

ივანიშვილის პარტიის თავდასხმის სამიზნე კიდევ ერთხელ გახდა ეკა ბესელია. ოპოზიციონერი, რომელიც წლების წინ ქართული ოცნების დამფუძნებლებს შორის იყო. შეტევა შალვა პაპუაშვილმა გახსნა, ის პარტია სამართლიანობისთვის ლიდერის ფინანსების შესწავლას მოითხოვს. ხელისუფლებასთან ერთად აქტიურობს სამთავრობო პროპაგანდაც, რომელიც ავრცელებს ცნობებს, თითქოს ბესელიას პრეზიდენტი შეწყალების კომისიის ხელმძღვანელად ნიშნავს, რასაც კატეგორიულად გამორიცხავს თავად ოპოზიციონერი.

 


close დახურვა