logo
ENG



მდინარაძე: რუსეთი შეიძლება მართლა ჩაერიოს [არჩევნებში] - ვის სასარგებლოდ, კაცმა არ იცის

19 თებ 202421:05
3 წუთის საკითხავი
 
მდინარაძე: რუსეთი შეიძლება მართლა ჩაერიოს [არჩევნებში] - ვის სასარგებლოდ, კაცმა არ იცის
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილის DW-სთან ინტერვიუს ეხმაურება, რომელშიც პრეზიდენტმა შავი ზღვის უსაფრთხოებაზე, უკრაინის მხარდაჭერაზე, ევროკავშირის გაფართოებასა და საქართველოზე რუსეთის გავლენებზე ისაუბრა.

გერმანულ გამოცემასთან ინტერვიუში, ზურაბიშვილმა თქვა: "გარკვეულწილად, მათთვის უფრო იოლია საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა, რადგან საქართველო მათთვის ნაცნობი პლატფორმაა. ამასთან, ქართველი ხალხი კარგად იცნობს საბჭოთა პროპაგანდას, რომელიც დიდად არ განსხვავდება დღევანდელი რუსული პროპაგანდისგან. ასე რომ, შესაძლოა, ხალხის მდგრადობა ოდნავ მაღალი იყოს, მაგრამ, ჩვენ რისკის ქვეშ ვიქნებით. რისკი წელს მეტი იქნება, რადგან ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს".

ზურაბიშვილის ამ განცხადების შეფასებისას მდინარაძემ განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან ჩარევა შესაძლებელია, თუმცა "ვის სასარგებლოდ, კაცმა არ იცის". მისივე თქმით, ზურაბიშვილის ადგილზე, რომ იყოს, "რუსეთთან დაკავშირებით რაღაცების ლაპარაკს ცოტა მოერიდებოდა".

"რუსული ხომ უნდა ეხსენებინა. დავალება აქვთ - ყველას ერთად, სალომე ზურაბიშვილს, ნაციონალური მოძრაობის დღევანდელ, სხვა წევრებს გუნდისა, აქვთ ერთი დავალება - ყველაფერი უნდა იყოს რუსული, რაც ქართულ ოცნებას უნდა მიეწებოს. ახლა რუსეთი ჩაერევაო - რუსეთი შეიძლება მართლა ჩაერიოს, მაგრამ ვის სასარგებლოდ, კაცმა არ იცის. რუსეთმა შეიძლება მართლა სცადოს, ჩვენთან კი არა, ეჭვები არსებობს გაცილებით ძლიერ და დიდ ქვეყნებში ცდილობენ ისინი ჩარევას. მაგრამ კაცმა არ იცის ვის სასარგებლოდ....

სალომე ზურაბიშვილის ადგილზე რომ ვიყო ცოტა მოვერიდებოდი რუსეთთან დაკავშირებით რაღაცების ლაპარაკს. განსაკუთრებით მის ადგილზე რომ ვიყო", - თქვა მდინარაძემ.  


close დახურვა