logo
ENG



რუსეთმა სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა ქართველ მებრძოლს, რომელიც მარიუპოლის მცველებს შორის იყო

20 თებ 202420:43
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/20/3ie8h6gsbgeyaiq.jpg

რუსეთმა სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა 22 წლის ქართველ მებრძოლს მამუკა გაწერელიას, რომელიც უკრაინაში იბრძოდა და რუსეთის ტყვეობაში იყო ჩავარდნილი. ინფორმაცია რუსულმა პროპაგანდისტულმა მედია TASS-მა პროკურატურაზე დაყრდნობით გაავრცელა.

ანექსირებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ 22 წლის მამუკა გაწერელიასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენი დღეს გამოაცხადა. 

ე.წ. სასამართლოს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მამუკა გაწერელიას ბრალად ედება "მარიუპოლში, რუსეთის ოთხი სამხედრო მოსამსახურისთვის ცეცხლის გახსნა, რომელთაგანაც 3 გარდაიცვალა".

მამუკა გაწერელია მარიუპოლის მცველებს შორის იყო და აზოვსტალი ბოლო მომენტამდე არ დაუტოვებია. ის ტყვედ 2022 წლის 20 მაისს ჩავარდა, როცა რუსეთის ალყაში მოქცეულმა უკრაინის არმიის ქვედანაყოფმა, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანებით, აზოვსტალი დატოვეს.

მამუკა გაწერელია საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი სამხედროა. ის უკრაინაში 2022 წლიდან გაემგზავრა.


close დახურვა