logo
ENG



საგამოძიებო: პირი ფალსიფიცირებულ ნახევარფაბრიკატებს ამზადებდა და მასში სოიოს ამატებდა

21 თებ 202411:58
3 წუთის საკითხავი
clock 4538
2024/02/21/pb28cu2eplmmpti.jpg

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ხორცპროდუქტების ფალსიფიცირებული ნახევარფაბრიკატების წარმოების ბრალდებით ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს.

მათი ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ერთ-ერთ რეგიონში, კუსტარულად მოწყობილ საამქროში, სისტემატურად ახდენდა ხორცპროდუქტების ფალსიფიცირებული ნახევარფაბრიკატების წარმოებას და მის რეალიზაციას, რომელშიც გემოვნური თვისებების შესანარჩუნებლად იყენებდა სოიოს დანამატს.

სასამართლო განჩინების საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სარეალიზაციო ქსელიდან და საამქროდან სრულად ამოიღეს ფალსიფიცირებული პროდუქცია.

დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.


close დახურვა