logo
ENG



მთავრობა: 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება

22 თებ 202419:27
3 წუთის საკითხავი
clock 684
2024/02/22/7r5nuetkv2fte3g.jpg

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება. როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, დღეს პრემიერმინისტრი ეროვნული ბანკისა და ლიბერთი ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა.

ამ გადაწყვეტილებით, 150 000-ზე მეტ პენსიონერს, რომლებმაც სესხი აიღეს 2023 წლამდე, სესხის პროცენტი შეუმცირდებათ და გაუტოლდება იმ პროცენტს, რომელიც დაწესებულია 2023 წლიდან.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აღსრულების ნაწილსა და კონკრეტულ დეტალებზე "ლიბერთი ბანკი" ეროვნულ ბანკთან ერთად გააგრძელებს მუშაობას.

"საკითხის განხილვისას მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია დროულად დაიწყოს შემდეგი ეტაპი და პენსიონერებმა განახლებული პირობებით შეძლონ სარგებლობა", - აღნიშნულია განცხადებაში.


close დახურვა