logo
ENG



"კონფლიქტი ყოფით თემაზე მოუვიდათ" - მამის მკვლელობისთვის 25 წლის შვილი დააკავეს

23 თებ 202418:07
3 წუთის საკითხავი
clock 4373
"კონფლიქტი ყოფით თემაზე მოუვიდათ" - მამის მკვლელობისთვის 25 წლის შვილი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მამის მკვლელობისთვის 1998 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავა. შსს-ს ცნობით, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 23 თებერვალს, თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, ყოფით თემაზე არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მამა - 1974 წელს დაბადებულ გ.გ. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

"პოლიციამ რ.გ. ბრალდებულის სახით შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს", - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის კ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.


close დახურვა