logo
ENG



მამულაშვილი: თუ საზოგადოება [რუსეთის] წინააღმდეგ არ გაერთიანდება, დემოკრატია წააგებს

23 თებ 202421:35
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/23/d7g33a2ef6s9eti.jpg

უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის მეთაურის, მამუკა მამულაშვილის თქმით, თუ საზოგადოება რუსეთის წინააღმდეგ არ გაერთიანდება, დემოკრატია და დამოუკიდებლობა წააგებს. ამის შესახებ მან ფორმულასთან საუბრისას განაცხადა.

"პუტინს აქვს საკმაოდ დიდი ადამიანური რესურსი, რისი მოწვევაც შეუძლია ძალისმიერი მეთოდებითაც. გამოუცდელი შტატი, მაგრამ შტატი მაინც არსებობს და ძალიან ბევრის მობილიზებას შეძლებენ კიდევ. ამისთვის აუცილებლად მზად უნდა ვიყოთ და დავუპირისპიროთ თანამედროვე ტექნოლოგიები", - თქვა მამულაშვილმა.

მამულაშვილი ამბობს, რომ უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად საკმარისი თანამედროვე იარაღი არ გააჩნია. მისი თქმით, რამდენიმე ქვეყანა რუსეთს ჯერ კიდევ აწვდის იარაღს.

"თანამედროვე ტექნოლოგიები უკრაინას არ გააჩნია, თანამედროვე ტექნოლოგიები უკრაინას უნდა მიაწოდონ. სანქციები ამ 2 წლის მანძილზე, გლობალურად რომ შევხედოთ, არ იყო იმდენად ქმედითი, რომ გაეჩერებინა რუსეთი. რამდენიმე ქვეყანა რუსეთს ჯერ კიდევ აწვდის იარაღს. რამდენიმე ევროპული ქვეყანა, NATO-ს წევრი ქვეყანა კიდევ აგრძელებს და გაზარდა რუსეთთან კომერციული სავაჭრო ურთიერთობები. თუ გლობალურად საზოგადოება [რუსეთის] წინააღმდეგ არ გაერთიანდება, მე მგონია, წააგებს დემოკრატია, წააგებს დამოუკიდებლობა", - აღნიშნა მან.


close დახურვა