logo
ENG



რუსეთის შეჭრიდან ორი წლის თავზე ევროპელი ლიდერები კიევში ჩავიდნენ

24 თებ 202416:41
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/24/2n9demp5hyyxbbh.jpg

რუსეთის შეჭრიდან ორი წლის თავზე ევროპელი ლიდერები უკრაინის დედაქალაქში ჩავიდნენ. კიევში ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ  ლაიენი და იტალიის, კანადისა და ბელგიის პრემიერმინისტრები იმყოფებიან. 

ლაიენმა პირობა დადო, რომ ევროპა მხარს დაუჭერს უკრაინას მანამ, სანამ ის საბოლოოდ თავისუფალი არ გახდება. 

"ისე, როგორც არასდროს, ჩვენ მტკიცედ ვდგავართ უკრაინის გვერდით. ფინანსურად, ეკონომიკურად, სამხედრო თვალსაზრისით, მორალურად, ქვეყნის საბოლოო გათავისუფლდება", - დაწერა ლაინმა. 

ევროპელი ლიდერები ჰოსტომელის აეროპორტს ეწვივნენ, ადგილს, სადაც უკრაინაში შეჭრის დღიდან სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობდა. 

"ეს ადგილი მოსკოვის წარუმატებლობის სიმბოლოა, უკრაინის სიამაყის სიმბოლო. ჩვენ დღეს აქ ვართ, რათა მადლობა გადავუხადოთ იმ ადამიანებს, რომლებიც 2 წლის წინ, 24 თებერვალს არ გაიქცნენ და იბრძოდნენ", - განაცხადა იტალიის პრემიერმა, ჯორჯია მელონიმ. 

ევროპელ ლიდერებს შეხვდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. 

"ორი წლის წინ მტრის ჯარისკაცებს აქ ცეცხლით დავხვდით, ორი წლის შემდეგ კი ჩვენს მეგობრებს, ჩვენს პარტნიორებს ვხვდებით", - განაცხადა მან. 

დღეს დილით კიევში დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონიც ჩავიდა. 

 


close დახურვა