logo
ENG



კლიჩკოს თქმით, გუშინ კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა

18 ოქტ 202213:08
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/18/3yi8fz3t5nri7zv.png

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, გუშინ უკრაინის დედაქალაქზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს.

"დედაქალაქის ცენტრში მდებარე შენობის ნანგრევებიდან, რომელსაც გუშინ დილით რუსული კამიკაძე დრონი დაეჯახა, კიდევ ერთი ცხედარი ამოიყვანეს. ეს რუსეთის მიერ 17 ოქტომბერს დედაქალაქზე განხორციელებული ბარბაროსული თავდასხმის უკვე მეხუთე მსხვერპლია", - თქვა მან.

17 ოქტომბერს დილით რუსეთმა კიევი დაბომბა. ერთ-ერთი აფეთქება მოხდა შევჩენკივსკის რაიონში, უკრაინის დედაქალაქის ცენტრში. ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, რუსეთი კიევს "კამიკაძე" დრონებით დაესხა თავს. კიევში განხორციელებულ თავდასხმას 5 ადამიანი ემსხვერპლა, 4 დაშავდა


close დახურვა