აშშ-ის საელჩო საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ევროპისკენ მიმავალ გზაზე შეერთებული შტატები საქართველოს გვერდითაა.
"ამ ტრაგიკულ დღეს ვიხსენებთ მათ, ვინც საბჭოთა ოკუპაციას შეეწირა. აღგვაფრთოვანებს ქართველი ხალხის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიყვარული.
საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე შეერთებული შტატები თქვენ გვერდითაა", - ნათქვამია განცხადებაში.
25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა. 1921 წლის 25 თებერვალს თბილისი მე-11 წითელმა არმიამ დაიკავა და საქართველო რუსული საბჭოთა იმპერიის ნაწილი გახდა. საბჭოთა ოკუპაცია 70 წელი გაგრძელდა.