logo
ENG



ლუკაშენკოს თქმით, არჩევნებში მონაწილეობას ისევ აპირებს

26 თებ 202408:55
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/26/kgz4vp9h6ptqb1s.jpg

ალექსანდრ ლუკაშენკო გეგმავს, რომ ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში 2025 წელსაც მიიღოს მონაწილეობა. ამის შესახებ მან მინსკში საარჩევნო უბანზე, ადგილობრივ და პარლამენტის ქვედა პალატის არჩევნებზე ხმის მიცემის დროს განაცხადა.

"წავალ, წავალ, წავალ. გადაეცით, რომ წავალ!" - თქვა ლუკაშენკომ და ამით ბელარუსის ოპოზიციას მიმართა.

"ჩემთვის, დამიჯერეთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი ადამიანი, პასუხისმგებლობიანი პრეზიდენტი არ მიატოვებს თავის ხალხს, რომელიც ბრძოლაში გაჰყვა. რაც უფრო მეტად დაგვძაბავენ მე, თქვენ და საზოგადოებას, მით უფრო სწრაფად წავალ ამ არჩევნებზე. არ იდარდოთ, ისე გავაკეთებთ, როგორც ბელარუსისთვის არის საჭირო", - განაცხადა ლუკაშენკომ.

ალექსანდრ ლუკაშენკო ბელარუსის ხელისუფლების სათავეში უკვე 30 წელია. პირველად საპრეზიდენტო არჩევნებზე მან 1994 წელს გაიმარჯვა. 2020 წლის არჩევნებში შემდეგ ბელარუსულმა ოპოზიციამ შედეგი არ ცნო და მასობრივ ფალსიფიკაციაზე მიანიშნა. ქვეყანაში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები დაიწყო, რომელიც ლუკაშენკომ პოლიციის ძალით,სასტიკად დაშალა. ოპოზიციის ლიდერების დიდი ნაწილი იძულებული გახდა ქვეყნიდან გაქცეულიყო, ხოლო მათი ნაწილი ციხეში ჩასვეს.


close დახურვა